ტიპი 1 - შაქრიანი დიაბეტი,ეს არის ცნობილი როგორც ინსულინ-დამოკიდებული დიაბეტი. ამ დაავადებას ახასიათებს,ქრონიკული მიმდინარეობა,რომლის დროსაც პანკრეასი,იგივე კუჭ-ქვეშა ჯირკვალი ვერ წარმოქმნის სათანადო რაოდენობა ინსულინს- რომლის როლიცაა გლუკოზის დონის რეგულაცია.
სიმპტომები :
· გაძლიერებული შიმშილი
· წონის კლება ძალისხმევის გარეშე
· გაღიზიანებადობა და გუნებ-განწყობის სხვა ცვლილებები
· მუდმივი სისუსტე და დაღლილობა
· მხედველობის დაბინდვა
· გაძლიერებული წყურვილი
· ღამის ოფლიანობა
· შარდვის გახშირება
გამომწვევი მიზეზები -
ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი აუტოიმუნური დაავადებაა, რომლის დროსაც აუტოაგრესიული პროცესების შედეგად ზიანდება პანკრეასის კუნძულოვანი ბეტა უჯრედები. სწორედ ეს უჯრედები ასინთეზებს(წარმოქმნის) ინსულინს.
დაავადების განვითარების სხვა შესაძლო მიზეზებია:
გენეტიკური ფაქტორი
ვირუსული და სხვა გარემო ფაქტორების ზემოქმედება
ინსულინის როლი
კუჭქვეშა ჯირკვლის კუნძულის ბეტა-უჯრედების დიდი რაოდენობის დაზიანების შემდეგ ინსულინის გამომუშავება მკვეთრად მცირდება ან საერთოდ წყდება.
ინსულინი გამომუშავდება პანკრეასის – კუჭქვეშა ჯირკვლის მიერ.
· პანკრეასი ინსულინს გამოყოფს სისხლის ნაკადში
· ინსულინი მოქმედებს მიღებულ შაქარზე და უზრუნველყოფს უჯრედების მიერ მის ათვისებას
· ამ გზით ინსულინი ამცირებს სისხლში შაქრის დონეს
· სისხლში შაქრის დონის დაქვეითებისთანავე მცირდება პანკრეასის მიერ ინსულინის გამოყოფა სისხლში
გართულებებია - კანის და პირის ღრუს პათოლოგიები, სისხლის შედედება,გულ-სისხლძარღვთა,მხედველობის დარღვევები,ტერფის დაზიანება და ა.შფიზიკური თერაპია ბინაზე გამოძახებით ფიზიოთერაპია მედიცინის დარგია, რომელიც მიზნად ისახავს სხეული...
მეტის წაკითხვაოკუპაციური თერაპია ადამიანებს ეხმარება გაიუმჯობესონ ფიზიკური, სენსორული და კოგნიტური ...
მეტის წაკითხვა+(995) 032 2 111 500
თბილისი, ი. პეტრიწის #2
info@geo-medi.ge